„კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ის ოპერაცია რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც იყო მცდელობა, რომ ხალხი ჩაენაცვლებინათ ენჯეოებით, ეს ოპერაცია საბოლოოდ იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
„უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში მოვლენილ იქნენ შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა ჯგუფები, რათა ამ დანაშაულებრივ სქემას ბოლომდე აეხადოს ფარდა“ - წერია განცხადებაში.
„მათი გამამტყუნებელი განაჩენები არღვევს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ისე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.