„ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები“ - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზოგ ქვეყანაში, მსგავსი რამ, ასი წლის წინ ხდებოდა და საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როცა უნივერსიტეტებში პროფესორებს არ უშვებდნენ.