„ცრუ ჩვენებების მიცემის ფაქტზე, უმეტესწილად, ადამიანების პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, ესეც არის ერთგვარი დაუსჯელობის სინდრომი ადამიანებში - შემთხვევას მალავენ...“
„14 წლის ბავშვი ცოლი ვერ იქნება, ბავშვია.. ჩვენ ჯერ თოჯინებით ვთამაშობდით და თითებზე ბეჭედი გვეკეთა, იმიტომ, რომ დანიშნული ვიყავით ან ზოგი გათხოვილი იყო.“
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს - გოგოს მამა და 23 წლის ბიჭი, რომელზედაც მოზარდს უნდა ექორწინა.