LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა – სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია

გიორგი კალანდარიშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა - სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია

მამუკა მდინარაძე: „უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე“

მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.

„2 137 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო“ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის 11.197 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,797 % აქვს.