LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: „2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით“

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მევენახეების შემოსავალი, მთლიანობაში, 2012 წელს 70 მლნ ლარს შეადგენდა, შარშანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 350 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძე: „მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, საქართველომ უნდა გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია“

პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდება მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური  ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ  ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა  ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაა.

ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა“

მისივე თქმით, მთავრობა ახორციელებს პროგრამებს ბიზნესის მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის და სამომავლოდ, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამების გაფართოება, რაც დამატებით ქვეყანაში 70 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ირაკლი კობახიძე: „თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 18 მლნ მგზავრს მიიღებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის მეგაპროექტია“

მისივე თქმით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მეგაპროექტი ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.

ირაკლი კობახიძე: „ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს, წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება პორტის გამტარობა, რკინიგზის მოდერნიზაციის შედეგად, გამტარუნარიანობა 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება“

მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე.