LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნები 2024

ბიძინა ივანიშვილმა კახელებს მიმართა: „მწამს, რომ ერეკლე მეფის მაგინებლების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის, სწორედ ერეკლე მეფის ღირსებისთვის, უმკაცრესი პასუხი უნდა გასცეთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“

„კახელები პირდაპირი ხალხი ხართ, მიკიბულ - მოკიბული საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მეც პირდაპირ გეტყვით - 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუჭიროთ მხარი!“

ბიძინა ივანიშვილი – „უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სინდისზეა, ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა!“

„დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას“.