პოლიტიკა მაკა ბოჭორიშვილი: ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ 4 ოქტომბერი, 2025 საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.
პოლიტიკა „არ აძლევს საშუალებას კამერა გაასწორონ“ – თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ნაძალადევში მდებარე საარჩევნო უბანზე, უბნის თავმჯდომარე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს ვიდეომონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებაში ხელს უშლის 4 ოქტომბერი, 2025 როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაღებისა და ვიდეომონიტორინგის უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა უბანზე.
პოლიტიკა საერთაშორისო დამკვირვებელი ესპანეთიდან აცხადებს, რომ ხმის მიცემის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს – „დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი ასე დემოკრატიულად გაგრძელდება“ 4 ოქტომბერი, 2025 კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ, შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, მათ შორს საზოგადოებამ ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“ 4 ოქტომბერი, 2025 ბიძინა ივანიშვილი რეგისტრირებულ უბანზე, მთაწმინდის რაიონში საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, შვილთან და რძალთან ერთად მივიდა.
პოლიტიკა ცესკო: საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, 08:00 საათიდან კენჭისყრა შეფერხებების გარეშე დაიწყო 4 ოქტომბერი, 2025 იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი.