ერთია, როდესაც პოლიტიკური განცხადებები კეთდება და მეორეა ფაქტები. ფაქტების წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ვერ მიდის, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კორუფციის აღქმის ინდექსზე საუბრისას.
გორდულაძის თქმით, „ხშირ შემთხვევაში ეს ბიუროკრატია მხილებულია კორუფციაში. აღარ არსებობს ის საერთაშორისო სამართლის სტანდარტები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა“.