კახა კალაძე: „როგორ უნდა გიხაროდეს ვინმეს ციხეში გაშვება, მაგრამ, დღეს ციხეებში საუკეთესო პირობებია – 2012 წლამდე ციხეებში რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები: არაადამიანური მოპყრობა, არაადამიანური გარემო, სრული კატასტროფა!“
კალაძე გამოეხმაურა პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებული, არჩილ მუსელიანცის წერილს, სადაც საპატიმროში არსებულ პირობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებიც კი არ აქვთ.
