„საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა“ – არჩილ თალაკვაძე
ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
