„სამწუხაროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც აქვთ ძალიან ვიწროპარტიული და ზიზღის კამპანიით გაჯერებული დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები - ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის“ - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. უმრავლესობის დეპუტატმა აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მაიკლ როთის განცხადებას, რომელმაც X-ზე დაწერა, რომ „რელიგიის თავისუფლება და რელიგიის კრიტიკა განუყოფელია“, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.