LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » არტ-FM » გვერდი 14

არტ-FM

„ეს არის სპექტაკლად ქცეული ორ მოქმედებიანი, თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა დიდი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედისწერაზე” – 8 ივლისს მარიკო კვალიაშვილის მუსიკალურ პოემაზე ,,ტატო“ ღონისძიება გაიმართება

17 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემა „არტ FM“ კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილი და რეჟისორი ანდრო ენუქიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა მუსიკალურ პოემაზე „ტატო“ ისაუბრეს, რომელიც 8 ივლისს „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“ შედგება. სრულიად განსხვავებული ფორმატის საღამოზე როგორც საოპერო, ასევე საესტრადო და ხალხური მუსიკა გაჟღერდება.

„აღელვებული ვარ… ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყველაზე ემოციურია, ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო აქ მოდის და აქ იგრძნობა“ – 27 ივნისს ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, კონცერტს გამართავს

17 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ ანიტა რაჭველიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 27 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა. ანიტა რაჭველიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მსმენელს „Factory Tbilisi“-ს სცენაზე შეხვდება.

ლიზი რამიშვილი: „ბაბუას ძალიან უნდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი… ძალიან დამაკლდა და მინდა, ჩემ გვერდით იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრს ვისწავლიდი მისგან…“

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს ლიზი რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და 15 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

„ღიმილს ნუ მალავ“ ნამდვილად იმსახურებს მსმენელის ყურადღებას და დარწმუნებული ვარ, მალე გახდება ჰიტი“ – რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე და ნინი ბადურაშვილი -„არტ-FM“-ში

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე და ნინი ბადურაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „ღიმილს ნუ მალავ“ პრემიერით.

„პროგრამა, რომელსაც წელს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს, მრავალფეროვანია, უამრავ კომპონენტს მოიცავს“ – პიანისტი ედიშერ სავიცკი „თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე“

27 მაისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ პიანისტი ედიშერ სავიცკი სტუმრობდა, რომელმაც ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის და მისი შვილის, პიანისტის და პედაგოგის, ალექსანდრე თორაძისადმი მიძღვნილ  „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე“ ისაუბრა. ფესტივალი 4-18 ივნისს ჩატარდება