LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

„შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი“..

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს, ამ ძალიან აგრესიულ მოწინააღმდეგესთან გაერთიანებულები უნდა იყვნენ“

„იმედი მაქვს, დიპლომატიური დისკუსიების და პირადი საუბრების მეშვეობით, ისინი მათ შორის არსებული განსხვავებულობის დაძლევას მოახერხებენ“ - ამბობს კელი დეგნანი.

აშშ ამაყია შესაძლებლობით, დაეხმაროს ქართველ მოსამართლეებს – დეგნანის თქმით, მოსამართლეების მხარდაჭერა გაგრძელდება

„ჩვენ საქართველოში ჩამოგვყავს ამერიკელი მოსამართლეები, რათა ქართველ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი იქნება

„ამაზე დისკუსია და მოლაპარაკებები კოვიდის პერიოდში შეწყდა და, ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ კვლავ დაიწყება“ - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

აშშ-ის ელჩი: ილჰამ ალიევის განცხადება იმედისმომცემი იყო, საქართველოს მედიატორის როლი წარსულშიც შეუსრულებია

„ერთი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის შემდგომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველომ მედიატორის როლი შეასრულა, როდესაც დაკავებულები გათავისუფლდნენ ეს იყო წარმატებული ისტორია“ - აღნიშნა კელი დეგნანმა.