ამ განცხადებით ვაშაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის.
„პარტნიორები და მითუმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ - რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, მსგავსი შეტყობინება ვის მიუვიდა“.
კითხვაზე, ექნება თუ არა პრობლემა, თუ „სანქციების პირობებში ევროპის ქვეყნებში ვერ წავა“ კალაძე პასუხობს: “თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ“.