LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

ირაკლი ჩიქოვანი: „ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება“

„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„აშშ-ს ჰყავს 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ევროპაში, რათა დაარწმუნოს მოკავშირეები და შეაჩეროს რუსული აგრესია NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგ“ – შტატების თავდაცვის დეპარტამენტი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მანჰეიმში გერმანულ სატვირთო ვაგონებზე აშშ-ის არმიის ათობით ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ემ 2 ბრედლი“ იტვირთება - 405-ე არმიის საველე მხარდაჭერის ბრიგადას გერმანიაში დისლოცირებული ჯარისკაცებისთვის ავტომობილები და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს.