რობინ დანიგანმა აშშ-ს საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, ყველა ქართველს ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები უსურვა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის, რა გამოიარა საქართველომ რუსეთთან მიმართებით და რას განიცდის ქართველი ხალხი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
როგორც დეგნანმა განმარტა, უკრაინისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგვართვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.