„როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველი თანამდებობის პირების ან საქართველოში მყოფი კონკრეტული პირების მიმართ“
„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ სანქციებთან დაკავშირებით და ბრიტანეთი ნამდვილად აპირებს მსჯელობას და მუშაობას იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმ პოლიტიკას, რომელიც არის ევროკავშირის მხრიდან, ისინიც განიხილავენ და შეუერთდნენ ამ საკითხებს“ - აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
„საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს” - აღნიშნული განცხადება შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა დააკეთა.
„ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.