მისი განმარტებით, „ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე სანდო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია“.
მისივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
პრემიერებმა აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.
როგორც მთავრობის ასმინისტრაციაში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.