ფართოვდება მიზნობრივი ჯგუფების ჩამონათვალიც - 5 აპრილიდან პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მყოფი მოქალაქეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი ადამიანები ჩაერთვებიან.
ცერცვაძის თქმით, თუ აქამდე თერთმეტი დღის განმავლობაში 400 ადამიანი იყო აცრილი, ახლა რაოდენობა გაიზარდა და მარტო ერთ ასაცრელ პუნქტში, ერთი დღის განმავლობაში 150 ადამიანი იცრება.