LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატომური ელექტროსადგური

მეხანძრეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს

"ხანძარი სასწავლო კომპლექსის შენობაში გაჩნდა; მესამე ენერგობლოკი გათიშულია ენერგოსისტემიდან; რადიაციული ფონი ნორმალურია" - უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება, რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს: კულება

"ხანძარი უკვე გაჩნდა. რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები და შექმნან უსაფრთხოების ზონა!" - წერს კულება "ტვიტერში".

“შესაძლოა გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები მსოფლიოსთვის” – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბირთვული კატასტროფის საფრთხეს აცხადებს

ატომური ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, პირველ ენერგობლოკზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები კი სროლების გამო ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ვერ იწყებენ.

ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება

"ჩვენი შეიარაღებული ძალები ხაზს იცავენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ მათ ზუსტ რაოდენობასა და მდგომარეობაზე მოცემულ ვითარებაში" - აცხადებს ენერგოდარის მერი.

მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა: ენერგოდარის მერი

"ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის სწორედ ელექტროსადგურის მხრიდან" - წერს დიმიტრი ორლოვი "ტელეგრამზე".