როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მოძრაობა ნელი სვლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა. ამის მიზეზი გზაზე არსებული ლიპყინულია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მანქანებს უსაფრთხოდ გადაადგილება უჭირთ.