როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, 6-ვე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მსუბუქია. მათივე ინფორმაციით, ბავშვებს ძირითადად, მოტეხილობები აღენიშნებათ.
ავარიის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და პირველადი დახმარება უტარდებათ.