"მთავარია ბავშვი ცოცხალია და მაქვს იმის ფუფუნება, რომ მასზე ვიზრუნო და მოვუარო, მოვეფერო და ჩავეხუტო, ყოველდღე ვუთხრა, რომ უზომოდ მიყვარს და მაბედნიერებს" - წერს დათი ქოქრაშვილის დედა.
"წამალზე დამოკიდებულებასთან გამკლავება დათის ძალიან უძნელდება, ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია" - აღნიშნულია ინფორმაციაში.