სოფელ საბუეში ავტოსაგზაო შემთხვევა 22 აპრილს, საღამოს მოხდა. საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა.
22 აპრილის საღამოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 68 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილები არიან.