შეგახსენებთ - ფრენები რუსეთმა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა.
როგორც რუსმა დეპუტატმა News.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, უნდა გაიზარდოს იმ ავიაკომპანიების რიცხვი – „მათ შორის, მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლას განახორციელებს.“
„ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!“– წერს სალომე ზურაბიშვილი.
„შესაძლოა, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს დაეხმარება, თუნდაც, მიმოსვლაში“ - განაცხადა კალაძემ.