გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 303 დარღვევა თბილისში გამოავლინეს, 149 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 109 - ბათუმში, 80 კი, ქალაქ რუსთავში.