ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლეს უზიარებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. გოგონები რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.