მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.