გასულ ღამეს, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა და მასში მსხდომი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ.