26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.