. როგორც წერილშია ნათქვამი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „რეკლამის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებებით ხისტად, დაჩქარებულ ვადებში იცვლება რეგულაციები და, პრაქტიკულად, მინიმუმამდეა დაყვანილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირების შესაძლებლობა მედიასივრცეში, რაც მედიას დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს და ეგზისტენციალურ პრობლემებს უქმნის.