„ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით, გამაოგნებელი ტემპებით უბრუნდება გამოქვაბულის ხანას და ამ ქვეყნის სახელია რუსეთი.“– წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი.
მისივე განმარტებით, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შესვლა ქარხნის ტერიტორიაზე, რადგან ბევრ დაჭრილს სიკვდილს არა დღეები, არამედ საათები აშორებთ.