LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ახალაია

„ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს“ – ადვოკატი

ადვოკატმა ასევე თქვა, რომ ბრალის ფორმულირებაზე განმარტებისგან თავს იკავებს და გაიმეორა, რომ ახალიას „ბრალი წარდგენილი აქვს მურთაზ ზოდელავასთან, პაატა ბურჭულაძესთან მეგობრობისა და ნაცნობობისთვის”.

ირაკლი კობახიძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: „4 ოქტომბერს იყო დამხობის მცდელობა, ეს ჩავარდა, დანაშაული დარჩა, ამიტომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და სუს-ი ამით არის დაკავებული“

„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება“ - თქვა კობახიძემ.

ირაკლი ფავლენიშვილი: „ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე“

„ბოლო თვეების განმავლობაში უტრიალებენ ბაჩო ახალაიას და დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ გახლავთ. თაროზე ჰქონდათ შემოდებული და როცა საჭიროდ ჩათვლიდნენ, მაშინ დადებდნენ მაგიდაზე“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

სუს-ი – მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.