ადვოკატი: „ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლისთვის გადაიდო“
მსახიობს საგამოძიებო უწყება გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება დღეს იყო ჩანიშნული.
მსახიობს საგამოძიებო უწყება გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება დღეს იყო ჩანიშნული.
„ჩემი აზრით, ეს ემსახურება საზოგადოების რაღაცნაირ დაშინებას, რომ ხალხი აღარ შეიკრიბოს.. დარწმუნებული ვარ,ეს არ იმუშავებს და უფრო მეტი ადამიანი დადგება იქ“ - ამბობს მსახიობი.
მისი განმარტებით ის და მისი მეგობარი, მსახიობი ანა ტყებუჩავა 9 იანვარს აქციაზე იმ დროს მივიდნენ, როცა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.
დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ, ჰქონდა თუ არა მსახიობის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი.
ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.