როგორც პოლიციელმა მოწმემ, გიორგი ქადარიამ განაცხადა, დაკავების დროს ბადრი ესებუამ მათთან აღიარა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ მიღებული თანხის ნაწილი დახარჯა, ხოლო ნაწილი დაკარგა.
სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განაცხადა, რომ სასამართლოს ბადრი ესებუამ განცხადებით მიმართა, სადაც ის ამბობს, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.