"რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, წელიწადნახევარია პოლიტიკური "შატალოთია" დაკავებული, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ამომრჩეველი ღირსიც კი არის, მას სამი წელი უსმინოს" - ამბობს ხვიჩია.
დეპუტატის თქმით, თუ კომიტეტის შემდეგ ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაც დაეთანხმება, ეს იქნება ახალი პოლიტიკური დევნის ტალღის დასაწყისი.
„რამდენადაც ეს პოლიტიკური დევნა მომდინარეობდა მმართველი ძალიდან, მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასეთ ინტერპრეტირებას გაუკეთებდნენ.“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.