თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის თქმით, დღეიდან საბავშვო ბაღებში სტანდარტით გათვალისწინებული კვების მენიუ მოქმედებს, რაც თითოეულ აღსაზრდელზე დღიური 1292 კალორიაა.
