ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები ძველი საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ამის საშუალებას არ მისცემენ.
საკრებულოს არჩეული წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე ირწმუნება, რომ ორ დღეში საკრებულოს ძველი შემადგენლობა მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეიკრიბება.