„სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი - დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე“, - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.
„ყველა მიხვდა, რომ არანაირი აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე საუბარი... საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ეს ყველაფერი იყო დეზინფორმაცია საქართველოში ვითომ, პროტესტის მუხტის ასაწევად“ - ამბობს მაჭარაშვილი.
როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე უნდა გამოიკითხონ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური.