„როცა ბელა მირიანაშვილმა სცენაზე დგომა ვეღარ შეძლო, ყველა სპექტაკლში ჩაანაცვლეს სხვა მსახიობით. გამონაკლისი მხოლოდ მედეა კუჭუხიძე იყო. მან საერთოდ გააუქმა სპექტაკლი – ბელამ იცოდეს, რომ მის გარეშე რაღაცამ არსებობა შეწყვიტაო. ასეთი ქალი და რეჟისორი იყო მედეა კუჭუხიძე…“
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, ზაკ მირიანაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც მედეა კუჭუხიძისა და ბელა მირიანაშვილის დიდი მეგობრობის ისტორიაა მოთხრობილი
