ვროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი, გადამდგარი სამვარსკვალიანი გენერალი, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ნატო-მ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს.
როგორც მან განაცხადა, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20%-ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ ნატო-ში ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს.