როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის გადმოყვანაზე უარი თქვეს. დისტანციურ მონაწილეობაზე უარს კი, თავად ბრალდებული აცხადებს.
როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების ეშინიათ და სავარაუდოდ, ხვალაც ეცდებიან მიზეზად კვლავ „სუს-ის მითიური გამოძიება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიტანონ“.