„არა მხოლოდ ცივილიზებულ სამყაროში, არამედ დიქტატორულ სახელმწიფოებშიც კი, აი, ნავალნის პროცესიც კი, პუტინის რუსეთში, ტარდება მედიის გაშუქების ფონზე“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
"რისკი, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს ბუნტი, თავდასხმა, შემცირებული არ არის. ამიტომ არ შეიძლება მისი N18 დაწესებულებაში გადაყვანა" - ამბობს ბასილაია.
ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, არის მტკნარი სიცრუე და სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მათი ინტერპრეტაცია არაა.