რაც შეეხება სასამართლოს, ბასილაიას განცხადებით, არ იქნება გასაკვირი, თუ 10 ნოემბრის სასამართლო პროცესი არ ჩატარდება, რადგან ადვოკატის თქმით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინია.
„ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში,“- განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
ბასიალაიას მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „გამწარდა, რომ სააკაშვილის გარე სამყაროსგან სრული იზოლაცია ვერ მოახდინა, რის გამოც „პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა ღონისძიებები მიეღოთ.“
„გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები“ და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა,“- განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა.