"მორალურად მიშა ძალიან მხნედ და შემართებით არის, ფიზიკურად კი, შიმშილობის ორი კვირის თავზე გამოხატულია ისეთი სიმპტომები, რასაც სახარბიელოდ ვერ დავახასიათებ" - აცხადებს ბასილაია.
"მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება, დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები - გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად" - ამბობს ბასილაია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის ნიკა ცხვარაშვილის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ მან მედიას გუშინ განუცხადა.