"რას ითხოვენ ეს ადამიანები, მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას, ანუ მსჯავრდებული დამნაშავე პირის უპირობო გათავისუფლებას, ეს უბრალოდ ვერ მოხდება" - აცხადებს დავითულიანი
"სააკაშვილს არჩევანი, სად იმკურნალოს, არ აქვს, ის უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო სერვისებით ციხის დაწესებულებაშიც, მაგრამ მას ალტერნატივის სახით შესთავაზეს არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულება" - თქვა დავითულიანმა.
"ღმერთმა ქნას, ობიექტური იყოს ეს დასკვნა. მინდა ობიექტური იყოს სახალხო დამცველი, ფაქტია, რომ სადაც გაჩნდა ვაკუუმი, სახალხო დამცველმა შეავსო ოპოზიციის მხარეს" - განაცხადა დავითულიანმა.