„ნისლით ცდილობენ შებურონ ადამიანები, რომლებიც მსუყედ იკვებებიან გრანტებით, ლგბტ პროპაგანდის პედალირებით. რა თქმა უნდა, მათ პასუხი არ აქვთ ქართველი ხალხის წინაშე, ისინი საკმაოდ მხდალები არიან ამისთვის, რომ თქვან - დიახ, ვემხრობი“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში „რუსო მონა” დაუძახა, მოგვიანებით კი სამმა პირმა სცემა. მისი თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა მისი თანდასწრებით თქვა, რომ ოდიშარიას შვილია.
„ოპოზიციისთვის დამახასიათებელია სიძულვილის ენა, მუქარა. ყოველდღიურად ამას ვამბობთ კიდეც, ეს ხალხი რევანშზე არის ორიენტირებული, ესენი აუცილებლად გამოსწოვენ ქართველ ხალხს სისხლს, თუ ამის საშუალება მიეცემათ.“