ბერდია სიჭინავამ გადაცემაში „დღის თემა“ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ მცდელობა მისცენ საკუთარი ვერსია და მიმართულება გამოძიებას.
როგორც სიჭინავა ამავე პოსტში აღნიშნავს, ამ თემაზე არაფერს დაწერდა, „კამპანიური სახე რომ არ მიეღო ამ ფარისევლობას, თურმე ეძებენ ჩვენს გუნდს და ვერ პოულობენ პროტესტში“.