ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
სანიკიძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჟურნალისტის არაერთი შეკითხვის მიუხედავად, კონკრეტულ სახელებს პოლიტიკოსი არ ასახელებს.
„ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან.“