საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.
შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების N3 დანართში ჩამოთვლილია ის პროფესიები და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.
"მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც მათ იზიდავს, პირველი ისაა, რომ მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია არ უჭირთ, რადგან ჩვენ ცხოვრების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს".